ფეხბურთი

23:59 | 22.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედო" მაქსიმე ქვილითაიამ დატოვა

ქუთაისის „ტორპედო“ ვიცე-კაპიტანმა მაქსიმე ქვილითაიამ დატოვა. როგორც კლუბის მიერ ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, 33 წლის მეკარე კარიერას უცხოეთში გააგრძელებს.

იმერული გუნდი ქვილითაიას მადლობას უხდის გაწეული სამსახურისთვის და სამომავლო კარიერაში წარმატებებს უსურვებს.

მაქსიმე ქვილითაია „ტორპედოში“ 2010-2014 და 2016-2019 წლებში ირჯებოდა. სხვადასხვა პერიოდში თბილისის „ლოკომოტივში“, „ზუგდიდში“, საჩხერის „ჩიხურასა“ და „ლიახვში“ უთამაშია.

0.110374