ხვალ, 22 ივლისს შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა და ევროპა ლიგების მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრები გაიმართება. ბუნებრივია, ეს ჩვენთვის საინტერესოა, რადგან სამი ქართული გუნდი ევროსარბიელზე გამოსვლას აგრძელებს.
დავიწყოთ ჩემპიონთა ლიგით: თუ საქართველოს ჩემპიონი თბილისის „საბურთალო“ ზაგრების „დინამოს“ ბარიერს დაძლევს, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე მისი სავარაუდო მეტოქეთა ნუსხა ასეთია:
პაოკ (საბერძნეთი)
„ყარაბაღი“ (აზერბაიჯანი) – „დანდალკი“ (ირლანდია) - წყვილში გამარჯვებული
„მარიბორი“ (სლოვენია“ - აიკ (შვედეთი) - წყვილში გამარჯვებული
„ცრვენა ზვეზდა“ (სერბეთი) – „ჰიკი“ (ფინეთი) - წყვილში გამარჯვებული
„მაკაბი“ (ისრაელი“) – „კლუჟი“ (რუმინეთი) - წყვილში გამარჯვებული
„ვალეტა“ (მალტა) – „ფერენცვაროში“ (უნგრეთი) - წყვილში გამარჯვებული
მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 6/7 და 13 აგვისტოს გაიმართება.
ნიშანდობლივია, რომ „დინამოს“ ბარიერის ვერდაძლევის შემთხვევაში „საბურთალო“არ ასრულებს ევროსეზონს და ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაინაცვლებს. აქ კი, გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდის სავარაუდო მეტოქეთა ჩამონათვალი შემდეგნაირია:
„პენე“ (სან მარინო) – „სუდუვა“ (ლიეტუვა) - წყვილში გამარჯვებული
„პიასტი“ (პოლონეთი) – „რიგა“ (ლატვია) - წყვილში გამარჯვებული
„არარატი“ (სომხეთი) – „ლინკოლნი“ (გიბრალტარი) - წყვილში გამარჯვებული
„ვალური“ (ისლანდია) – „ლუდოგორეცი“ (ბულგარეთი) - წყვილში გამარჯვებული
„ტორსავნი“ (ფარერები) – „ლინფილდი“ (ჩრდ. ირლანდია) - წყვილში გამარჯვებული
რაც შეეხება უშუალოდ ევროპა ლიგაზე მოასპარეზე „დინამო თბილისსა“ და საჩხერის „ჩიხურას“.
იმ შემთხვევაში თუ „დინამო“ აზერბაიჯანულ „გაბალას გასცდება, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთ-ერთ მეტოქესთან მოუწევს ურთიერთობის გარკვევა:
„ჰაპოელი“ (ისრაელი) – „კაირატი“ (ყაზახეთი)
„ფეიენოორდი“ (ჰოლანდია)
„შემროკ როვერსი“ (ირლანდია) – „აპოლონი“ (კვიპროსი)
„ტორინო“ (იტალია) – „დებრეცენი“ (უნგრეთი)
„პლზენი“ (ჩეხეთი) – „ოლიმპიაკოსი“ (საბერძნეთი)
საჩხერის „ჩიხურას“ კი მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე შემდეგი გუნდებიდან ერთ-ერთი მეტოქე ელოდება. რაღა თქმა უნდა, თუ შოტლანდიურ „აბერდინს“ ორი მატჩის ჯამში დაამარცხებს:
პსვ ეინდჰოვენი (ჰოლანდია) – „ბაზელი“ (შვეიცარია)
„ნომანდსი“ (უელსი) – „პარტიზანი“ (სერბეთი)
„ფლორა“ (ესტონეთი) – „აინტრახტი“ (გერმანია)
„რიეკა“ (ხორვატია)
„იუნეს ეში“ (ლუქსემბურგი) – „ვიტორია“ (პორტუგალია)
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 8 და 15 აგვისტოს გაიმართება.
რაც შეეხება წილისყრას, 22 ივლისსა დაგეგმილი და შესაბამისად, ხვალ უფრო ნათელი სურათი გვეცოდინება.