ბელგიის ჩემპიონმა "გენკმა" ქვეყნის სუპერთასის მატჩში "მეხელენი" 3:0 დაამარცხა და აღნიშნული ტიტული არსებობის ისტორიაში მეორედ მოიპოვა. გამარჯვებულთაგან გოლები სებასტიან დევაესტმა (დუბლი) და დანტე ვანზეირმა გაიტანეს.
"გენკმა" სუპერთასი პირველად 2011 წელს მოიგო. აღნიშნული კლუბი ბელგიის ჩემპიონი ოთხჯერ გახდა, ქვეყნის თასი ასევე ოთხჯერ აქვს მოპოვებული. "მეხელენმა" კი გასულ სეზონში წარუმატებელი პერიოდის შემდეგ ქვეყნის თასზე 1987 წლის შემდეგ მეორედ იმარჯვა.