ფეხბურთი

22:11 | 20.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

"მარსელმა" "ვილიარეალის" ფეხბურთელი დაიმატა

"ვილიარეალის" მცველი ალვარო გონსალესი მომდევნო სეზონს იჯარის წესით "მარსელში" გაატარებს. აღნიშნული ინფორმაცია ფრანგული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. ასევე ცნობილია, რომ "ოლიმპიკს" გამოსყიდვის უფლება ექნება.

გონსალესი "რასინგის" აკადემიის აღზრდილია. "ვილიარეალში" ალვარო 2016 წელს "ესაპიოლიდან" გადავიდა. ესპანელმა "ვილიარეალში" 111 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ორი გოლი და ექვსი საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.114468