ქართველი ჩოგბურთელი გიორგი ცივაძე თელავში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 15 ათასი დოლარი) წყვილთა თანრიგის ფინალში ითამაშებს.
ცივაძე და რუსი იან ბონდარევსკი შეჯიბრზე პირველ ნომრად არიან განთესილნი და ნახევარფინალში დამაჯერებლად იმარჯვეს
გიორგიმ და იანმა რუსები შალვა ჯანაშია და იან საბანინი 6:3, 6:4 დაამარცხეს და გადამწყვეტ შეხვედრაში მე-2 რეიტინგის მქონე თურქულ-ჩეხურ წყვილს (კორაი კირჩი-დავიდ პოლიაკი) ეთამაშებიან.
გუშინვე, ცივაძემ ძალები ერთეულთა ტურნირის მეოთხედფინალშიც სცადა, სადაც ხსენებულ პოლიაკთან 6:7 (5:7), 0:6 წააგო.