ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე ყაზახეთის ქალაქ ნურ-სულთანში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 80 ათასი დოლარი) ნახევარფინალში ითამაშებს.
მე-3 ნომრად განთესილი ბოლქვაძე დღეს მე-5 რეიტინგით მოთამაშე ჩინელ ქსინიუ ვანგს გაეჯიბრა და 7:6 (8:6), 6:2 სძლია.
ხვალ, მარიამი ფინალის საგზურისთვის სერბ ნატალია კოსტიჩს (მე-7) გაეჯიბრება, მეორე ნახევარფინალში კი ჩეხი მარი ბუზკოვა (1-ლი) და ბელარუსი ირინა შიმანოვიჩი ითამაშებენ.