ფეხბურთი

15:17 | 19.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი: "MLS-ში ისე ვარ, როგორც ფერარი ფიატებს შორის"

ლოს ანჯელეს „გალაქსის“ თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი მიიჩნევს, რომ MLS-ში მისი დონის ფეხბურთელები არ თამაშობენ. შვედმა საინტერესო შედარება გააკეთაა: ფერარი ფიატებს შორის.

„აქ ვარ, როგორც ფერარი ფიატებს შორის. ამერიკის ჩემპიონატი არ არის ევროპულ დონეზე, უნდა ვიყოთ რეალისტები. მე ვთამაშობდი ჩემი დონის ფეხბურთელებთან, თუმცა მსგავსი გამოცდილება შვედეთის ნაკრებში მქონდა. მინდა, რომ ჩემითანაგუნდელები ჩემს სიმაღლეზე იყვნენ. შეიძლება იყოს მატჩები უფრო მაღალი ტემპის, უფრო ტაქტიკური, უფრო რიტმული“, -თქვა ზლატანმა.

შეგახსენებთ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი MLS-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია 7.5 მილიონი დოლარით.

0.11533