„ლივერპულისა“და სენეგალის ნაკრების ნახევარმცველმა, სადიო მანემ, ჟურნალისტებს გაუმხილა თუ რაში გაცვლიდა ჩემპიონთა ლიგის ოქროს მედალს.
„მზად ვარ, დღესვე გავცვალო ჩემპიონთა ლიგის მედალი აფრიკის ერთა თასის ოქროს მედალზე. ალჟირი ჩინებული გუნდია და მოუთმენლად ველი მათთან შეხვედრას და ფინალში გამარჯვებას“ - უთხრა მანემ BBC Sport-ს.
აფრიკის თასის ფინალი დღეს, 19 ივლისს გაიმართება კაიროში და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.