ფეხბურთი

17:21 | 18.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფელის ვისენტე: "შევეცდებით, ჩვენი საქმე კარგად შევასრულოთ და არც სიურპრიზებს მოვერიდებით"

თბილისის "დინამომ" ანდორას "ესტადი კომუნალიზე" მატჩისწინა ვარჯიში ჩაატარა, მანამდე კი ჟურნალისტების წინაშე მატჩისწინა პრესკონფერენციით გუნდის მთავარი მწვრთნელი ფელის ვისენტე წარდგა.

ფელის ვისენტე: "პირველი მატჩის დასრულების შემდეგ, ჩვენ არ ჩაგვითვლია ეს ეტაპი გადალახულად. მართალია, ხელსაყრელი ანგარიშით ვიმარჯვეთ, თუმცა საპასუხო მატჩშიც ვიბრძოლებთ. შევეცდებით, ჩვენი საქმე პირველი პაექრობის დარად კარგად შევასრულოთ და არც სიურპრიზებს მოვერიდებით. 20 ფეხბურთელით ვართ ჩამოსული და თამაშის შანსი ყველა მათგანს აქვს. მოედანზე აუცილებლად მოსაგებად გავალთ.

მეტოქე მოტივირებული იქნება. გუნდი სახლში თამაშობს და საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ კარგი თამაშის ჩვენებას შეეცდება. რაც შეეხება სათამაშო მინდორს, შემიძლია ვთქვა, რომ მშვენიერ მდგომარეობაში. ეს ყველაფერი კარგ და ლამაზ თამაშს შეუწყობს ხელს და დარწმუნებული ვარ, ამით ფეხბურთელებიც ისიამოვნებენ".

შეგახსენებთ, რომ "დინამომ" უეფას ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ანდორულ "ენგორდანის" 6:0 სძლია და განმეორებით შეხვედრაშიც ფავორიტად მოიაზრება. დღევანდელი მატჩი სტარტს თბილისის დროით 21:30 საათზე აიღებს.

0.126511