სხვა

15:20 | 18.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

იოკოძუნები ლიდერებში რჩებიან, გაგამარუ მეათედ დამარცხდა

მონღოლი იოკოძუნა კაკურიუ იაპონიის ქალაქ ნაგოიაში მიმდინარე ივლისის სუპერტურნირზე “იმპერატორის თასს” კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა.

“წერო-დრაკონმა” მიჯრით მე-12 გამარჯვება (სუსოჰარაით) აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირა ჩიიოტაირიუსთან იზეიმა და ნაგოიას ბაშოს ერთპიროვნულ ლიდერად რჩება.
მისი უახლოესი მდევარი კვლავაც მონღოლივე იოკოძუნა ჰაკუჰოა, რომელმაც მე-11 მოგება (იორიკირით) აღმოსავლეთის პირფველ სეკივაკე მიტაკეუმისთან მიითვალა.
რანგით მე-2 დივიზიონ ჯურიოში კვლავაც წარუმატებლად ირჯება გაგამარუს შიკონათი ცნობილი ქართველი სუმოისტი თეიმურაზ ჯუღელი.
ქართველი გოლიათი, რომელიც საზაფხულო სუპერტურნირს დასავლეთის მე-2 ნომრის წოდებით შეხვდა, ორადორი გამარჯვების ამარა რჩება, მე-10 მარცხი (იორიკირით) კი აღმოსავლეთის მე-9 რეიტინგოსან მიტორიუსთან განიცადა.
ხვალ, გაგამარუს მოწინააღმდეგე დასავლეთის მე-14 ნომერი კოტონოვაკა იქნება, რომელსაც ჩვენებური კარიერაში პირველად დაუპირისპირდება.

0.124039