სხვა

14:17 | 18.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

კილაძეს ფინალამდე 2 ქულა დააკლდა

გერმანულ ზულში მიმდინარე ახალგაზრდა მსროლელთა მსოფლიოს თასის გათამაშებაში, გუშინ, ტყვიის მსროლელი გოგონებიც ჩაებნენ პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში, მათ შორის კი სამი ქართველიც იყო.

სამწუხაროდ, ჩვენები ფინალში ვერ მოხვდნენ, ქართული ტრიოდან კი ყველაზე უკეთ ახალგაზრდებში ევროპისა და მსოფლიოს მესამე პრიზიორი ლიზი კილაძე გამოვიდა - 566 ქულა და მე-13 ადგილი. მას სულ ორი ქულა დააკლდა ფინალამდე.
მარიამ ქობულაშვილი 550 ქულით 65-ზე გავიდა, ახალგაზრდებში ევროპის ვიცე-ჩემპიონი და მსოფლიოს მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი ნინო ხუციბერიძე კი 549-ით 68-ეა.
გუნდურ ჩათვლაში ჩვენებმა 1665 ქულა დააგროვეს, რაც მე-14 შედეგი აღმოჩნდა.

13. ლიზი კილაძე - 566 ქულა (93, 94, 96, 95, 94, 94)
65. მარიამ ქობულაშვილი - 550 ქულა (92, 94, 91, 89, 94, 90)
68. ნინო ხუციბერიძე - 549 ქულა (91, 87, 93, 93, 93, 92)

დღეს, ახალგაზრდა მსროლელთა მსოფლიოს თასზე პნევმატური პისტოლეტიდან მსროლელი ბიჭები იასპარეზებენ, საქართველოს სახელით კი კაკო მოსულიშვილი გამოვა. გოგოების მსგავსად, ბიჭებშიც 90 მონაწილე ასპარეზობს და ისინიც ასევე ორ ჯგუფად არიან გაყოფილები. მოსულიშვილი მეორე ჯგუფშია, რომელიც ასპარეზობას გერმანიის დროით 12.15 საათზე დაიწყებს.

საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.10294