ტურინის „იუვენტუსმა“ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მატეის დე ლიხტის შეძენის შესახებ გამოაცხადა. „ბებერმა ქალბატონმა“ 19 წლის ჰოლანდიელთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. დე ლიხტი ტურინში 2024 წლამდე დარჩება.
ტრანსფერი 75 მილიონი ევრო დაჯდა. პლუს 10,5 მილიონი, რომელსაც „აიაქსი“ ბონუსის სახით მიიღებს. მატეისის ჯამაგირი კი წელიწადში 12 მილიონი ევრო იქნება. ამისდაკვალად, ის სერია A-ს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მცველი გახდება.
დე ლიხტი „აიაქსის“ აკადემიის აღზრდილია. გასულ სეზონში მან ჯამში 55 მატჩი ითამაშა ამსტერდამული კლუბის მაისურით. 7 ბურთი გაიტანა და 4-ჯერ საგოლედ უპასა.