ჩოგბურთი

23:47 | 17.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავა მერვედფინალშია

ქართველმა ჩოგბურთელმა სოფო შაფათავამ ფრანგულ ბიარიცში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე მე-3 გამარჯვება იზეიმა.

შეგახსენებთ, რომ შაფათავამ კვალიფიკაციაში 2 მატჩი მოიგო, გუშინ კი, ძირითად ბადეში ჩაერთო და “უაილდ ქარდის” მქონე ფრანგი სელენა იანიჩევიჩი 7:5, 3:6, 7:5 დაამარცხა.
მერვედფინალში სოფოს მეტოქე მე-7 ნომრად განთესილი ბულგარელი ელიცა კოსტოვა იქნება.

0.158831