თელავში მიმდინარე ვაჟთა 15-ათასიან ტურნირს, დღეს, კიდევ 2 ქართველი ჩოგბურთელი გამოეთიშა. მიხაილო კვანტალიანი ვიკტორ ნიკიტინთან (რუსეთი) 5:7, 6:4, 3:6 დამარცხდა, ხოლო ზურა ტყემალაძემ ალექსეი ზახაროვთან (რუსეთი) 3:6, 1:6 წააგო.
ამგვარად, ერთეულთა შეჯიბრს ერთადერთი ქართველი ჩოგბურთელი შემორჩა: გიორგი ცივაძე ძალებს ფრანგ ამაური დელმასთან მოსინჯავს.
ხვალვე, წყვილთა ტურნირში ნიკოლოზ დავლიანიძე და ბელარუსი ალიაკსანდრ ბულიცკი გიორგი ცივაძესა და რუს იან ბონდარევსკის ეთამაშებიან, რომელთაც დღეს ტყემალაძე და ბულგარელი ლეონიდ შეინგეჟიხტი დაჯაბნეს – 4:6, 6:3, 10:5.