ქართველმა ჩოგბურთელმა ზოზია ქარდავამ, რომელსაც გუშინ 18 წელი შეუსრულდა, ტუნისურ ტაბარკაში დაწყებულ 15-ათასიან ტურნირზე წარმატებული სტარტი აიღო.
მე-5 ნომრად განთესილმა ქარდავამ დღეს ფრანგ მანონ პერალს 6:4, 7:6 (8:6) სძლია და მერვედფინალში ესპანელ ასტიგარაგა ჰარპერსა და ფრანგ ბუგრას შორის უმჯობესს ეთამაშება.
ბიარიცის 80-ათასიანი ტურნირის წყვილთა შეჯიბრს გამოეთიშა სოფო შაფათავა. ის და იტალიელი კრისტიანა ფერანდო ფრანგულ დუეტს (ჩაკარევიჩი-იეროლიმოსი) ვერ გაუმკლავდნენ – 4:6, 6:7 (6:8).
შეგახსენებთ, რომ ერთეულთა შეჯიბრში შაფათავამ ძირითად ბადეში გააღწია, სადაც ფრანგ სელენა იანიჩევიჩს გაეჯიბრება.