18 ივლისს თბილისის "დინამო" უეფას ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო შეხვედრას ანდორაში გამართავს. ჩვენი გუნდი "ენგორდანის" "ესტადი კომუნალიზე" დაუპირისპირდება.
დინამოელთა პრესსამსახურის ცნობით, მატჩი თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება, ხოლო შეხვედრას უნგრელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი 35 წლის ბალაშ ბერკე გახლავთ. მას ასისტენტობას პეტერ კობორი და გერგო ვიგ-ტარსონი გაუწევენ. მეოთხე მსაჯი ჩაბა პინტერი იქნება.
შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი 11 ივლისს "დინამო არენაზე" თბილისელთა დამაჯერებელი გამარჯვებით - 6:0 დასრულდა.