ფეხბურთი

23:16 | 15.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელიას დიდებული დებიუტი: ქართველმა მოსკოვში "ლოკომოტივს" გაუტანა! (+VIDEO)

მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში ხვიჩა კვარაცხელიას მოსკოვის „ლოკომოტივიდან“ წასვლა და ყაზანის „რუბინში“ გადაბარგება ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.

ბედის ირონიით, რუსეთის პრემიერლიგის პირველივე ტურში მოსკოვში, „ლოკომოტივი“ სწორედ „რუბინს“ დაუპირისპირდა და კვარაცხელიამ სადებიუტო მატჩში ყოფილი გუნდის კარში გოლის გატანა მოახერხა.

ანგარიში 66-ე წუთზე მასპინძლებმა გახსნეს და თავი ალექსეი მირანჩუკმა გამოიჩინა. ხვიჩამ ყოფილი თანაგუნდელის გოლს გოლითვე ზუსტად 10 წუთში უპასუხა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:1. დანჩენკოს ფლანგური გადაცემის შემდეგ ხვიჩამ თავით მოახერხა გილერმეს კარის აღება და გატანილი გოლი მეტოქისადმი პატივისცემისნიშნად არ აღნიშნა.

ვთქვათ, რომ ყოფილი კლუბის, „რუბინის“ წინააღმდეგ არ უთამაშია კვირკველიას, რომელიც ტრავმის შემდეგ ბოლომდე მზად არაა. სამაგიეროდ, ყაზანელთა სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდა ზურიკო დავითაშვილი, რომელსაც ასევე დებიუტი ჰქონდა რუსულ პრემიერლიგაში. 18 წლის ჩვენებური მოედანზე 66-ე წუთამდე იმყოფებოდა და კვარაცხელია თამაშში სწორედ მის ნაცვლად ჩაერთო. რაც შეეხება „რუბინის“ კიდევ ერთ ქართველ ლეგიონერს, ბექა მიქელთაძეს სათადარიგო სკამზე დარჩა.

კვარაცხელიამ კი, რუსეთის ჩემპიონატში მეორე გოლი გაიტანა. პირველად თავი გასულ სეზონში, „ლოკომოტივის“ მაისურით გამოიჩინა. ბედის ირონიით, მაშინ „რუბინი“ დაამწუხრა, ახლა კი ყველაფერი პირიქით მოხდა...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118573