ბათუმის სტადიონის გარე ფასადის მოპირკეთება დასასრულს უახლოვდება – ამ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს და მას შესაბამის ფოტოსაც ურთავს.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის სტადიონი მშენებლობა დათქმულ ვადაზე სწრაფად მიმდინარეობს და შესაძლოა, ექსპლუატაშიაც უკვე წლის ბოლოს შევიდეს. ახალი სარბიელი 20 ათას ადამიანზეა გათვლილი და ის უეფა-ს IV კატეგორიის იქნება.