მანჩესტერ იუნაიტედი“ ჰარი მაგუაირს გაიფორმებს და ფეხბურთის ისტორიაში სარეკორდი ტრანსფერსაც გააოფიციალურებს. The Sun-ის ინფორმაციით, „წითელი ეშმაკები“ და „ლესტერ სიტი“ 26 წლის ფეხბურთელის შესახებ შეთანხმდნენ.
მაგუაირი სამედიცინო შემოწმებას ორშაბათს გაივლის, რის შემდგომაც კონტრაქტს გააფორმებს.
„ლესტერი“ ინგლისელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 89 მილიონ ევროს მიიღებს. ამრიგად, მაგუაირი ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდება, რადგან ხსენებული თანხა მისი პოზიციის მოთამაშეში არასდროს გადაუხდიათ.
მაგუაირს აქამდე „შეფილდ იუნაიტედის“, „ჰალ სიტის“, „უიგან ატლეტიკის“ რიგებში უთამაშია, ხოლო „ლესტერ სიტის“ ღირსებას 2017 წლიდან იცავს და 76 მატჩში 5 გაიტანა.