ჩოგბურთი

17:10 | 14.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვამ 100-ათასიანი ტურნირი მოიგო

ქართველი ოქსანა კალაშნიკოვა და ესპანელი ხეორხინა გარსია-პერეზი ფრანგულ კონტრექსვილში გამართული საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 100 ათასი დოლარი) წყვილთა თანრიგის გამარჯვებულები გახდნენ.

დღეს გამართულ ფინალში პირველ ნომრად განთესილმა ქართველმა და ესპანელმა ჩოგბურთელებმა მე-2 რეიტინგის მქონე ყაზახურ-ჰოლანდიურ დუეტს (ანა დანილინა-ევა ვაკანო) დამაჯერებლად – 6:3, 6:3 სძლიეს.
შეგახსენებთ, რომ კალაშნიკოვა და გარსია-პერეზი ტურნირში პირდაპირ მეოთხედფინალიდან ჩაებნენ, სადაც გერმანელი კოპრაჩი და ლატვიელი მარცინკევიჩა 6:0, 6:2 დაამარცხეს, ნახევარფინალში კი სოფო შაფათავასა და ბრიტანელ ვებლი-სმითს 6:3, 6:4 მოუგეს.

0.113517