კოლუმბიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" შემტევმა ნახევარმცველმა ხამეს როდრიგესმა შესაძლოა კარიერა "ატლეტიკოში" გააგრძელოს. ანტუან გრიზმანის წასვლის შემდეგ, "როხიბლანკოსს" შემადგენლობის გაძლიერება უნდა და ერთ-ერთი ვარიანტი ხამესია. ინფორმაციას Marca ავრცელებს.
ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენის გაღებას აპირებს "ატლეტიკო" ფეხბურთელის სანაცვლოდ. ასევე ცნობილია, რომ თავად ფეხბურთელს მადრიდში უნდა დარჩენა. ხამესმა გასული ორი სეზონი იჯარის წესით "ბაიერნში" გაატარა და 67 მატჩში 15 გოლი გაიტანა და 20 საგოლე გადაცემა შეასრულა.