ფეხბურთი

21:43 | 13.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჩაკვეტაძე - "გენტის" ათიანი

ბელგიური „გენტის“ ქართველი ლეგიონერი გიორგი ჩაკვეტაძე 2019-2020 წლების სეზონში ახალი ნომრით ითამაშებს. როგორც „გენტის“ ვებგვერდზე განთავსებულ სეზონის განაცხადშია აღნიშნული, გიორგი ბელგიელთა 10-იანი იქნება.

აქამდე ჩაკვეტაძე 7-ნომრიანი მაისურით თამაშობდა, რომელიც ამიერიდან რომან იარემჩუკის საკუთრებაში იქნება.

გიორგი ქვილითაია კვლავინდებურად მე-13 ნომრით გაირჯება, ხოლო მესამე ჩვენებური გიორგი ბერიძე განაცხადში შეყვანილია, მაგრამ ჯერჯერობით ნომერი არ აურჩევია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114765