ჩოგბურთი

19:35 | 12.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი უიმბლდონის ფინალში მეექვსედ გავიდა

მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი უიმბლდონის ფინალში მეექვსედ გავიდა. უიმბლდონის ოთხგზის ჩემპიონმა ნახევარფინალში რობერტო ბაუტისტა აგუტი 6:2, 4:6, 6:3, 6:2 დაამარცხა.

სერბ ჩოგბურთელს 42 ვინერსი ჰქონდა, ხოლო ესპანელს - 34. უნებლიე შეცდომებს რაც შეეხება ჯოკოვიჩმა 29-ჯერ დაკარგა ქულა, ხოლო რობერტომ - 30-ჯერ. ნოვაკმა ცხრა ეისი მოაწოდა და სამი ორმაგი შეცდომა ჰქონდა, ხოლო ესპანელს - ხუთი ეისი და ორი ორმაგი შეცდომა.

ჯოკოვიჩი დიდი სლემის ტურნირების ფინალში 25-ედ გავიდა, ხოლო უიმბლდონზე 81 მატჩიდან 71-ე გამარჯვება იზეიმა. ფინალში ჯოკოვიჩი ან რაფაელ ნადალს ან როჯერ ფედერერს დაუპირისპირდება. ესპანელთან სერბს ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა აქვს - 28:26, ხოლო შვეიცარიელი 47 მატჩიდან 25-ჯერ ყავს დამარცხებული.

0.155556