ფეხბურთი

15:55 | 12.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ატალანტა" საშინაო მატჩებს "სან სიროზე" გამართავს

ბერგამოს „ატალანტა“ დამდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ისტორიაში პირველად ითამაშებს, თუმცა საშინაო მატჩების გამართვა სხვა ქალაქში მოუწევს, კერძოდ მილანში, „სან სიროზე".

„ინტერმა“ და „მილანმა“ უკვე თანხმობა განაცხადეს, რომ გერგამოელებმა ჩემპიონთა ლიგას სწორედ საფეხბურთო ლა სკალაში უმასპინძლონ. აღნიშნულ ინფორმაცია Corriere Dello Sport-ი ავრცელებს.

„ატალანტას“ მშობლიური არენა, ბერგამოს „ატლეტი აძური“ უეფას მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და გარდა ამისა, ამჟამად რეკონსტრუქცია უტარდება.

შეგახსენებთ, რომ „ატალანტამ“ 2018-2019 წლების სეზონი სერია A-ში მესამე ადგილზე დაასრულა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება ისტორიაში პირველად მოიპოვა.

0.135899