ფეხბურთი

18:50 | 11.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

41 წლის ნაკამურა 52 წლის მიურასთან ერთად ითამაშებს

ვეტერანი იაპონელი ფეხბურთელი შუნსუკე ნაკამურა კარიერას იაპონიის ქვედა ლიგის ბინადარ „იოკოჰამას“ რიგებში ჩაირიცხა.

აღნიშნულ ამბავში გამოსარჩევი ისაა, რომ ნაკამურა 41 წლისაა და ფეხბურთიდან წასვლას არ აპირებს. აზიური გუნდის ვებგვერდმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

ნაკამურამ სახელი საჯარიმო დარტყმების ჩინებული შესრულებით გაითქვა და არაერთხელ მოახერხა სტანდარტულიდან ლამაზი გოლის გატანა. კარიერის განმავლობაშ „იოკოჰამა მარინოსის“ (1997-2002, 2010-2016), „რეჯინას“ (2002-2005), „სელტიკის“ (2005-2009), „ესპანიოლისა“ (2009-2010) და „ჯუბილო ივატას“ (2017-2019) ღირსებას იცავდა.

იაპონიის ნაკრებში კი 2000-2010 წლებში 98 თამაშში 24 გოლი გაიტანა. საინტერესოა, რომ 41 წლის ნაკამურას მხარდამხარ „იოკოჰამაში“ იაპონური ფეხბურთის კიდევ ერთი ლეგენდა კაზუიოში მიურა ითამაშებს, რომელიც 52 წლისაა.

2.418355