ჩოგბურთი

10:18 | 11.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერი: „ქომაგმა უიმბლდონზე მე-100 გამარჯვება მომილოცა. აღარც კი მახსოვდა“

შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა, რომელიც პირველი ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც ერთ ცალკე აღებულ ტურნირზე 100 გამარჯვება შეძლო, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.

„მე-100 გამარჯვება? ამის შესახებ ქომაგმა შემახსენა კორტზე, როცა ავტოგრაფებს ვარიგებდი. თამაშის დროს ამაზე არ მიფიქრია. გარწმუნებთ. აღარც კი მახსოვდა. 100 გამარჯვება უიმბლდონზე... ვინ იფიქრებდა. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი.“ - უთხრა ფედერერმა უიმბლდონის პრესსამსახურს.

ამრიგად, ფედერერმა ერთ ტურნირზე გამარჯვებების რაოდენობით, ორი მოგებით გაუსწრო ამერიკელ ჯიმი კონორსს, რომელმაც თავის დროზე, აშშ-ის ღია პირველობაზე 98 გამარჯვება მოიპოვა.

მიმდინარე უიმბლდონზე მეოთხედფინალში ფედერერმა იაპინელ კეი ნიშიკორის 4:6, 6:1, 6:4, 6:4 მოუგო და ნახევარფინალში 12 ივლისს, რაფაელ ნადალს შეხვდება.

0.112385