ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ წარმატებული სტარტი აიღო შვედ ბასტადში დაწყებულ საერთაშორისო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდიც 125 ათასი დოლარია.
გორგოძე პირდაპირ ძირითად ბადეში გახლდათ დაშვებული, სადაც “უაილდ ქარდის” მქონე მასპინძელ კორნელა ლისტერს 6:3, 6:2 სძლია.
ამგვარად, ეკო მერვედფინალში გავიდა, სადაც მე-6 ნომრად განთესილ რუს ნატალია ვიხლიანცევასა და იტალიელ სარა ერანის შორის უმჯობესს ეთამაშება.
ცნობისთვის, Swedish Open-ზე განთესილ ჩოგბურთელთა ხუთეული ასე გამოიყურება: სორანა კირსტეა (რუმინეთი), ჯილ ტეიხმანი (შვეიცარია), ალიონა ბოლშოვა (ესპანეთი), მონა ბარტელი (გერმანია), ფიონა ფერო (საფრანგეთი).