ფეხბურთი

9:43 | 9.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

სალაჰმა ეგვიპტელ გულშემატკივრებს მიმართა

„ლივერპულისა“ და ეგვიპტის ნაკრების თავდამსხმელმა, მოჰამედ სალაჰმა, აფრიკის ერთა თასის მერვედფინალში სამხრეთ აფრიკასთან წაგების შემდეგ (0:1), თავის „ტვიტერში“ ეგვიპტელ გულშემატკივრებს მიმართა.

„ძალიან საწყენია ასე ადრე რომ დავემშვიდობეთ ტურნირს. ვიმედოვნებდით, რომ შორს გავიდოდით, ჩემპიონებიც გავხდებოდით და ჩვენს ერთგულ ქომაგებს გავახარებდით, მაგრამ დავმარცხდით.

დიდ მადლობას ვუხდი გულშემატკივრებს თანადგომისთვის. ამ მარცხიდან დასკვნები უნდა გამოვიტანოთ და მომავალში უკეთ ვითამაშოთ.“ - წერს სალაჰი.

შეგახსენებთ, რომ „ბაფანა ბაფანასთან“ მარცხის შემდეგ, ეგვიპტის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ხავიერ აგირე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გადადგა ქვეყნის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი ჰანი აბო რიდაც.

0.122141