სხვა

13:05 | 8.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინი მეორედ დამარცხდა
გაგამარუმ პირველი გამარჯვება იზეიმა

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა იაპონიის ქალაქ ნაგოიაში მიმდინარე საზაფხულო სუპერტურნირზე მე-2 მარცხი განიცადა.

როგორც სჩანს, ქართველ სეკიტორს ტრავმა ხელს ისევ უშლის, რის გამოც დღევანდელ შერკინებაში უშანსოდ წააგო. აღმოსავლეთის მე-3 მაეგაშირა შოდაიმ დასავლეთის მე-2 ოძეკის წოდების მქონე ტოჩინოშინი დოჰიოდან იორიკირით გაიყვანა.

გორგაძის ხვალინდელი მეტოქე დასავლეთის პირველი კომუსუბი რიუდენი იქნება, რომელსაც ჩვენებური ერთხელ გადაჰყრია და ის ორთაბრძოლა მოგებული აქვს.

რანგით მე-2 დივიზიონ ჯურიოში პირველი გამარჯვება იზეიმა გაგამარუს შიკონათი ცნობილმა თეიმურაზ ჯუღელმა. ქართველი გოლიათი ნაგოიას ბაშოს დასავლეთის მე-2 ნომრის წოდებით შეხვდა და დღეს, დასავლეთის პირველი რეიტინგის მქონე აძუმარიუს იორიკირით აჯობა.

საზაფხულო სუპერტურნირის მე-3 დღეს გაგამარუს პირისპირ დასავლეთის მე-3 ნომერი იუტაკაიამა დადგება, რომელსაც ჩვენებური ურთიერთშეხვედრებში 3:0-ს ამარცხებს.

0.114619