ფეხბურთი

15:26 | 8.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ელ შაარავი ჩინეთში ითამაშებს

იტალიური „რომას“ თავდამსხმელი სტეფან ელ შაარავი კარიერას „შანხაი შენხუაში“ გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია ჩინური გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

არაოფიციალური ცნობით, ელ შაარავი ჩინურ გუნდში 3 წლის განმავლობაში ანაზღაურების სახით 40 მილიონ ევროს მიიღებს.

26 წლის იტალიელმა საფეხბურთო კარიერა „ჯენოაში“ დაიწყო, ხოლო სახელი „მილანში“ გაითქვა. 2016 წლის იანვარიდან მოყოლებული კი „რომას“ ღირსებას იცავდა. გასულ სეზონში იტალიის ჩემპიონატში 28 მატჩში 11 გოლი გაიტანა. იტალიის ნაკრებში აქამდე 23-ჯერ უთამაშია და თავი 3 გოლით გამოიჩინა.

0.111928