ფეხბურთი

11:35 | 8.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

40 ტიტული - დანი ალვეშის უნიკალური მიღწევა

კოპა ამერიკის დასრულების შემდეგ ბრაზილიის ნაკრების კაპიტანი დანი ალვეში ფეხბურთის ისტორიის ნაწილი გახდა. საქმე ისაა, რომ 36 წლის დანი პირველი ფეხბურთელია ისტორიაში, რომელმაც 40 ტიტული მოიგო.

დიახ, კოპა ამერიკა დანი ალვეშის კარიერაში მე-40 ტიტული გამოდგა, რაც აბსოლუტური რეკორდია.

მისი ტიტულები შემდეგნაირად ნაწილდება:

„სევილია“

უეფას თასი - 2, ევროპის სუპერთასი - 1, ესპანეთის თასი - 1, ესპანეთის სუპერთასი - 1.

„ბარსელონა“

ლა ლიგა - 6, ესპანეთის თასი - 4, ესპანეთის სუპერთასი - 4, ჩემპიონთა ლიგა - 3, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი - 3, ევროპის სუპერთასი - 3.

„იუვენტუსი“

სერია A – 1, იტალიის თასი - 1.

„პარი სენ ჟერმენი“

ლიგა 1 – 2, საფრანგეთის სუპერთასი - 2, საფრანგეთის ლიგის თასი - 1, საფრანგეთის თასი - 1.

ბრაზილიის ნაკრები

კოპა ამერიკა - 2, კონფედერაციათა თასი - 2.

აქვე გეტყვით, რომ აწ დასრულებული კოპა ამერიკის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზიც სწორედ დანი ალვეშმა მოიპოვა. შეგახსენებთ, 36 წლის ფეხბურთელმა პსჟ დატოვა და მიმდინარე ზაფხულს ახალი გუნდის ძიებაშია.

0.128664