მექსიკის ნაკრების კონკაკაფის „ოქროს თასის“ ჩემპიონია. ფინალური შეხვედრა მექსიკელებმა აშშ-ს ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარეს და მძიმე ბრძოლაში გამარჯვება მოახერხეს.
თამაშის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც 73-ე წუთზე გავიდა. ჯონათან დოს სანტოსმა ზაკ სტეფენს შანსი არ დაუტოვა და საკუთარ გუნდს მორიგი ტიტული მოუტანა.
ცნობისთვის, მექსიკის ნაკრებმა „ოქროს თასი“ ისტორიაში მე-11-ედ მოიგო.