ჭადრაკი

22:30 | 7.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

“ბათუმის მერიის თასზე” ქართველი მოჭადრაკეები დაწინაურდნენ

ბათუმში სტარტი აიღო მერიის თასის რიგით მე-5 გათამაშებამ, რომელშიც ერთბაშად 15 ქართველი მოჭადრაკეა ჩართული.

სასიხარულოა, რომ ტურნირის 5 ტურის თავზე სატურნირო ცხრილის სათავეში მასპინძლები იმყოფებიან. თორნიკე სანიკიძემ (2509) 5.0 ქულა მოაგროვა და პირველ ადგილზეა, მეორე-მეოთხე პოზიციებს კი, 4.5-4.5 ქულით, ლევან ფანცულაია (2612), შანტ სარგსიანი (2529) და დავით მაღალაშვილი (2486) ინაწილებენ.
9 ტურად მიმდინარე შეჯიბრის მე-7 ტური 8 ივლისს ჩატარდება. გამოსარჩევია სანიკიძე-მაღალაშვილისა და მამიკონ ღარიბიანი (სომხეთი, 2350) – ფანცულაიას პარტიები.
ცნობისთვის, “ბათუმის მერიის თასი 2019” ერთბაშად ათ კატეგორიაში მიმდინარეობს, საერთო საპრიზო ფონდი კი 48 650 ლარია.

0.12398