საქართველოს ნაკრების შემტევი ვაკო ყაზაიშვილი ივნისის თვეში მართლაც ფანტასტიკურად გაისარჯა და „სან ხოსეს“ მაისურით ჩატარებულ 6 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი მიითვალა.
ვაკომ თავდაპირველად ამერიკის თასზე „საკრამენტოსთან“ დუბლი შეასრულა (4:3), ხოლო შემდეგ იმავე ტურნირზე „ლოს ანჯელესსაც“ გაუტანა (1:3). ამას მოჰყვა წარმატებული თამაში უშუალოდ MLS-ში - „ჰიუსტონ დინამოსთან“ დუბლით გამოირჩა (2:0), ხოლო ლოს ანჯელეს „გალაქსისთან“ გოლით და საგოლე პასით (3:0).
ამასთან, დაკავშირებით, „სან ხოსეს“ ვებგვერდმა ყაზაიშვილის ივნისის თვე შეაჯამ და ერთ ვიდეოში მოუყარა მის გოლებს თავის.
ცნობისთვის, გასულ კვირაში ვაკო MLS-ის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაასახელა.