„მანჩესტერ იუნაიტედის“ მეკარე, დავიდ დე ხეა, კლუბის ხელმძღვანელობას მოელაპარაკა და ახალ, ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს - წერს Sunday Mirror. წყაროს ცნობით, 28 წლის კარის დარაჯის ხელფასი კვირაში 222 ათასი ევროდან, 390 ათასამდე გაიზრდება, რაც წელიწადში 20 მილიონი გამოდის.
ამისდაკვალად, ის „იუნაიტედში“ რიგით მეორე ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება გუნდში, ჩილელი ალექსის სანჩესის შემდეგ, რომელიც კვირაში 557 ათას ევროს გამოიმუშავებს.
დე ხეა „მანჩესტერში“ მადრიდის „ატლეტიკოდან“ 2011 წლის ზაფხულში გადავიდა. გასულ სეზონში მან 38 მატჩში 54 გოლი გაუშვა.