იტალიის მოქმედი ჩემპიონი „იუვენტუსი“ პოლ პოგბას დაბრუნებას ეშურება. ბრიტანული Times-ის ცნობით, ტურინელებმა „მანჩესტერ იუნაიტედს“ ფეხბურთელის სანაცვლოდ კონკრეტული წინადადებით მიმართეს - 134 მილიონი ევრო.
მანკუნიანელთა პასუხი ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ცნობილია, რომ ინგლისელები ფრანგში 150 მილიონ ევროს ითხოვენ.
საინტერესოა, რომ პოგბას აგენტმა ორი დღის წინ არ დამალა და თქვა, პოგბას „მანჩესტერში“ თამაში არ უნდა და ეს გუნდში ყველამ იცისო. მოკლედ, ფრანგი „ოლდ ტრაფორდს“ ტოვებს, მაგრამ საკითხავია სად წავა. „იუვენტუსის“ გარდა მადრიდის „რეალიც“ ჩართულია საქმეში და ფეხბურთელს თავისთან ეპატიჟება.
შეგახსენებთ, „მანჩესტერმა“ პოგბა 2016 წელს 105 მილიონ ევროდ სწორედ ტურინის „იუვენტუსისგან“ შეიძინა.