ფეხბურთი

10:46 | 7.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

მესი: "გაძევება? ყვითელი ბარათიც საკმარისი იქნებოდა"

არგენტინის ეროვნული ნაკრების ლიდერმა ლიონელ მესიმ კოპა ამერიკის მესამე ადგილისთვის მატჩში მიღებულ წითელ ბარათზე განაცხადა, რომ გარი მედელთან შეკამათების შემდეგ მსაჯმა უსამართლო გადაწყვეტილბა მიიღო და ვიდეოგამეორება არ გამოიყენა.

"გაძევება? ყვითელი ბარათიც საკმარისი იქნებოდა. აღნიშნული მომენტი უნდა გამეორებულიყო და როგორც ჩანს ვიდეოგამეორება ამ მომენტს ვერ დაეხმარა. განრისხებული ვარ, რადგან მატჩი ვერ დავასრულე, ისე კი მშვიდად ვარ და გუნდმა ტურნირი კარგად დაასრულა და რაც მთავარია გუნდმა კარგი თამაში აჩვენა." - ციტირებს მესის სიტყვებს არგენტინის ნაკრების პრესსამსახური.

ლიონელ მესი და გარი მედელი 37-ე წუთზე შელაპარაკების შემდეგ მსაჯმა უმალვე გააძევა. აღნიშნული შეხვედრის შემდეგ "ბარსელონას" თავდამსხმელი დაჯილდოების ცერემონიალს არ დაესწრო და კონმებოლი გააკრიტიკა. არგენტინამ კი ჩილე 2:1 დაამარცხა და საპატიო მესამე ადგილი დაიკავა.

0.11616