წლევანდელ უიმბლდონზე საქართველოს წარმომადგენელი აღარ ჰყავს: ნიკოლოზ ბასილაშვილის კვალად, შეჯიბრს ოქსანა კალაშნიკოვაც გამოეთიშა.
დღეს, წყვილთა თანრიგის მე-2 წრეში კალაშნიკოვა და ჩინელი ქსინიუნ ჰანი რუმინელებს – ირინა ბეგუსა და მონიკა ნიკულესკუს გაეჯიბრნენ და სამ სეტში 3:6, 6:3, 0:6 დამარცხდნენ.