ფეხბურთი

11:05 | 6.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფრანჩესკო ტოტი: "რომა" არ მენატრება"

ფრანჩესკო ტოტისა და „რომას“ ურთიერთობა ორ კვირაზე დიდი ხნის წინ დასრულდა, მოულოდნელად და სკანდალურად.

იტალიელი ლეგენდა მშობლიური გუნდიდან წამოსვლის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ „რომა“ არ ენატრება.

„რამდენიმე წინადადება მივიღე ამ დღეებში, ვფიქრობ იმაზე რომელი ავარჩიო. „რომა“? არა, ეს „რომა“ ნამდვილად არ მენატრება და დღეს არაფერი მაკლია. წამოსვლის შემდეგ ამ გუნდიდან არავინ დამკავშირვებია“, - თქვა ტოტიმ.

შეგახსენებთ, ფრანჩესკო ტოტიმ „რომა“ 17 ივნისს, გუნდის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტის გამო დატოვა და აღნიშნა, რომ მას აზრს არავინ ეკითხებოდა და გუნდის სტრუქტურაში უმნიშვნელო როლი ჰქონდა.

0.114676