ფეხბურთი

22:16 | 5.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედოს" მორიგი ოთხი ახალწვეული

ქუთაისის „ტორპედო“ შემადგენლობის გაძლიერებას აგრძელებს და ახლახან ოთხი ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. იმერულის გუნდის ღირსებას ამიერიდან ოთარ კობახიძე, ცოტნე ნადარაია, გიორგი გადრანი და თამაზ ცეცხლაძე დაიცავენ.

23 წლის კობახიძე ბოლოს თბილისის „ლოკომოტივში“ ირჯებოდა, ხოლო მანამდე „სიონის“ ღირსებას იცავდა. რაც შეეხება 22 წლის მცველ ნადარაიას, გასულ სეზონში „საბურთალოს“ რიგებში გამოდიოდა.

თამაზ ცეცხლაძე კი 22 წლისაა და ბოლოსო აზერბაიჯანში, „საბაილის“ რიგებში ირჯებოდა. თავის დროზე კი საქართველოს ახალგაზრდულის ნაკრების შემადგენლობაშიც თამაშობდა. გიორგი გადრანისთვის მიმდინარე სეზონი ბათუმის "დინამოში" დაიწყო, იქამდე გორის "დილას", "დინამოს", "დესნასა" და "ჩერნომორეცის" ღირსებას იცავდა.

აქვე გეტყვით, რომ დღესვე „ტორპედომ“ თემურ ჩოგაძისა და პაპუნა ფონიავას ტრანსფერები ოფიციალურად დაადასტურა.

0.116178