ქართველი ჩოგბურთელი ზოზია ქარდავა ტუნისურ ტაბარკაში მიმდინარე 15-ათასიან ტურნირს მეოთხედფინალში გამოეთიშა.
ქარდავამ საწყის რაუნდებში ჰოლანდიელ პერლა ნიუბოერსა და ავსტრიელ არაბელა კოლერს სძლია, დღეს კი, ავსტრიელთა კიდევ ერთ წარმომადგენელ ივონ ნოივირსთან 1:6, 3:6 დამარცხდა.