ფეხბურთი

17:10 | 5.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

კოკუ „დერბი ქაუნთის“ მთავარი მწვრთნელი გახდა

ჰოლანდიელი სპეციალისტი, ფილიპ კოკუ ინგლისური „დერბი ქაუნთის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა - გვამცნობს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი. კონტრაქტი ოთხწლიანია.

„დიდი პატივია მოგახსენოთ, რომ „დერბი ქაუნთი“ ჩემი ახალი კლუბი გახდება. ერთი სული მაქვს როდის შევხვდები ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს, რათა ერთად დავიწყოთ ახალი თავგადასავალი“ - თქვა კოკუმ.

კოკუმ ამ პოსტზე ფრენკ ლამპარდი შეცვალა, რომელიც, თავის მხრივ, ლონდონის „ჩელსის“ დამრიგებლად დაინიშნა.

ლამპარდის ხელმძღვანელობით, ინგლისური ჩემპიონშიფის გასულ სეზონში „დერბიმ“ მეექვსე ადგილი დაიკავა, შემდეგ კი პლეი ოფის ფინალამდე მიაღწია, სადაც „ასტონ ვილასთან“ დამარცხდა.

0.139328