"ბარსელონა" და 28 წლის "ატლეტიკოს" ყოფილი შემტევი ანტუან გრიზმანი კონტრაქტზე შეთანხმდნენ, აღნიშნულ ინფორმაციას Marca ავრცელებს. წყაროს ცნობით, მხარეები 5-წლიან კონტრაქტზე გააფორმებენ, რაშიც ფრანგი 105 მილიონ ევროს მიიღებს. გავრცელებული ინფორმაციით, შეთანხმება რამდენიმე დღეში ოფიციალური გახდება.
გრიზმანმა "ატლეტიკოში" ხუთი წელი გაატარა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ. განვლილ სეზონში, ყველა ტურნირზე ერთად ანტუანმა 48 შეხვედრა ჩაატარა და 21 გოლი გაიტანა.