„ბარსელონას“ ნახევარმცველმა, რაფინია ალკანტარამ, ჟურნალისტებს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, „პარი სენ-ჟერმენიდან“ ნეიმარის შესაძლო დაბრუნებასა და ანტუან გრიზმანის შესახებ ესაუბრა.
„ვიმედოვნებ, ნეიმარი დაბრუნდება. ის შესანიშნავი ფეხბურთელია და „ბარსელონაში“ მართლაც ჩინებულად ირჯებოდა. არასოდეს მინახავს მესი-ნეიმარი-სუარესის მსგავსი შემტევი ტრიო. ეს ფანტასტიკას უფრო ჰგავდა. ვიმედოვნებ, გრიზმანიც შემოგვიერთდება.“ - უთხრა ალკანტარამ Marca-ს.
ნეიმარი „ბარსელონადან“ „პარი სენ-ჟერმენში“ 2017 წლის ზაფხულში გადავიდა 222 მილიონ ევროდ. გასულ სეზონში ის ტრავმებმა შეაწუხა. ამისდაკვალად, სულ 28 შეხვედრა ჩაატარა, 23 ბურთი გაიტანა და 13 საგოლე პასი შეასრულა.
გრიზმანმა „ატლეტიკოს“ მაისურით 48 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 21 ბურთი გაიტანა და 10 საგოლედ უპასა.