ფეხბურთი

9:04 | 5.07.2019 | ნანახია 969 - ჯერ

ტიტე ბრაზილიის ნაკრებიდან არ წავა

ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ტიტე, კოპა ამერიკის დამთავრების შემდეგ თანამდებობას არ დატოვებს. ამის შესახებ ქვეყნის ფეხბურთის კონფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე წერია. შეგახსენებთ, რომ გუშინ ESPN-მა ტიტეს უახლოეს ადამიანებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა ინფორმაცია, თითქოს 58 წლის სპეციალისტი კოპა ამერიკის ფინალური მატჩის შედეგის მიუხედავად, ეროვნული გუნდიდან წასვლას აპირებდა.

ტიტე „პენტაკამპეონების“ დამრიგებელი 2016 წლის ივნისში გახდა. მისი ხელმძღვანელობით ბრაზილიელებმა 41 მატჩი გამართეს, 32-ჯერ გაიმარჯვეს და 7-ჯერ ფრედ ითამაშეს და 2-ჯერ დამარცხდნენ.

ტიტეს კონტრაქტს ვადა 2022 წელს ეწურება.

კოპა ამერიკის ნახევარფინალში ბრაზილიელებმა არგენტინელებს 2:0 მოუგეს და 7 ივლისს, ფინალში, პერუს ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:36 | 05.07.2019
მესიიიიი (1971)

ტეხავს ელ კაცი, თან ძაააააან. გაუჩოს ქვეყანას არ ეკადრება ეს პრაგმატულ.....................................მწვრთვნელი

11:09 | 05.07.2019
Javshana (3011)

ვერ გავიგე რანაირი მწვრთნელია, არც გენიოსია და არც დებილი :დ

15:40 | 05.07.2019
KoRBeN DaLLaS (24844)

41 თამაშში მხოლოდ ორი წაუგია. მაინც "გენიოსობაზე" უჭირავს თვალი ამ ჩათლახს

16:10 | 05.07.2019
Javshana (3011)

ისე იგებს თამაშებს და ისე შეიძლება მოიგოს ტიტული რომ შეიძლება მაინც ვერ გახდეს სახელოვანი :დ და არც არავინ გაიხსენოს ამის ბრაზილია, ერთადერთი პერუსთან მოგებული 5-0 თუ გაახსენდება ვინმეს :დ

15:20 | 05.07.2019
ბაბუ პერესი (16691)

))))))))

0.122324