იტალიური „ნაპოლის“ ყოფილი ფეხბურთელი რაულ ალბიოლო სამშობლოში დაბრუნდა და კარიერას „ვილიარეალში“ გააგრძელებს. როგორც „ყვითელი სუმბარინას“ ვებგვერდი იტყობინება, ესპანელ ფეხბურთელთან სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
ალბიოლი ესპანეთს 2013 წლის შემდეგ დაუბრუნდა. ბოლო 6 სეზონი მან „ნაპოლიში“ გაატარა, რომლის რიგებშიც ჩატარებულ 236 მატჩში 6 გოლი გაიტანა. მოიგო იტალიის თასი და იტალიის სუპერთასი. ტრანსფერის ღირებულებამ კი 4 მილიონი ევრო შეადგინა.
33 წლის ალბიოლს თავის დროზე „ვალენსიაში“, „რეალსა“ და „ხეტაფეში“ უთამაშია. ესპანეთის ნაკრებში კი 52 თამაში აქვს ჩატარებული.