ეროვნული ლიგა 2

15:27 | 4.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა გუგუჩია "ზუგდიდში" ითამაშებს

27 წლის შემტევი ნახევარმცველი ლუკა გუგუჩია მესამე წრიდან საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდის" ღირსებას დაიცავს.

ის მშობლიურ კლუბს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ უბრუნდება. ლუკას არაერთ ქართულ კლუბში უთამაშია: 2009-2010 წწ -"ბაია", ზუგდიდი, 2011 წ - "ტორპედო", ქუთაისი, 2012 წ - "ზესტაფონი", 2012-2014 წწ - "ზუგდიდი", 2014-2015 წწ - "კოლხეთი 1913", ფოთი, 2016-2017 წწ - "შუქურა", ქობულეთი. ბოლოს, 2017-2018 წლების სეზონში, ქართველი ფეხბურთელი თურქულ "ბართინ სპორში" ირიცხებოდა.

ვთქვათ ისიც, რომ გუგუჩიას წლების მანძილზე უთამაშია საქართველოს 17, 19 და 21 წლამდელთა ნაკრებებში.

ამ ეტაპზე ლუკა ზუგდიდელებს, რომელთაც კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ში, 17 ტურის თავზე 7 ქულით, ბოლო - მე-10 ადგილი უკავიათ, სეზონის ბოლომდე დაეხმარება.

თეგებიზუგდიდი
0.102924