ახლო წარსულში ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელი ზე რობერტო ნეიმარს აკრიტიკებს. მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილი ნახევარმცველის განცხადებით, მისი თანამემამულე ფეხბურთზე სრულად კონცენტრირებული არაა და თუ მიდგომას არ შეიცვლის, კარიერას 3 წელიწადში დაასრულებს.
„ნეიმარმა მნიშვნელოვანი ცვლილება უნდა მოახდინოს, საკუთარ თავში. ასეთი ნიჭის ფეხბურთელს უკვე რაღაცისთვის უნდა მიეღწია. ცხადია, ტრვმები ნამდვილად არ ეხმარება და ხელს უშლის, მაგრამ მისი გონება ფეხბურთზე 100%-ით კონცენტრირებული არაა. თუ ასე გააგრძელებს, საფეხბურთო კარიერას 30 წლამდე ასაკში დაასრულებს. ფული და ცდუნება ყოველთვის არსებობდა. მაგრამ თუ კრიშტიანუს ან მესის შევხედავთ, დავინახვთ, რომ ისინი განსხვავებულად ცხოვრობენ“, - უთხრა ზე რობერტომ Süddeutsche Zeitung-ს.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარი ამჟამად 27 წლისაა და „პარი სენ ჟერმენის“ ღირსებას იცავს, რომელსაც ორი წლის წინ 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.