ფეხბურთი

19:20 | 2.07.2019 | ნანახია 1644 - ჯერ

ოფიციალურად: ლუკა ზარანდია ბელგიაში დაბრუნდა

ქართველი ფეხბურთელი ლუკა ზარანდია ბელგიაში დაბრუნდა და ამიერიდან „ზულტე ვარეგემის“ ღირსებას დაიცავს. როგორც ბელგიური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, ჩვენებურთან 3-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა. ამასთან, ხელშეკრულებაში დევს პუნქტი, რომლის მიხედვითაც სურვილის შემთხვევაში თანამშრომლობა ერთი წლით ავტომატურად გახანგრძლივდება.

„ძალიან ბედნიერი და მოტივირებული ვარ. მინდა პოლონური გამოცდილება გამოვიყენო და ამჯერად ჩემი შესაძლებლობები ამ კლუბში ვაჩვენო. თავდაპირველად „არკას“ ფეხბურთელებს დავემშვიდობები, სადაც სუპერთასი ორჯერ და ერთხელ თასი მოვიგე.

მოლოდინი პოზიტიურია, კომპლექსი პრაქტიკულად ფანტასტიკურია. სანდი ველში „გენკში“ ჩემი თანაგუნდელი იყო და ახლაც ერთად ვითამაშებთ. გარდა ამისა, ძალიან კარგად ვიცი თუ რას ელოდება ფრანკი დური ჩემგან („ვარეგემის“ მთავარი მწვრთნელი - რედ)“, - ციტირებს ზარანდიას სიტყვებს ბელგიური გუნდის ვებგვერდი.

23 წლის ლუკა ზარნადია ბოლო 2.5 წლის განმავლობაში პოლონური „არკას“ ღირსებას იცავდა, რომლის მაისურით ჩატარებულ 59 თამაშში 10 გოლის გატანა მოახერხა. ბელგია კი მისთვის უცხო ქვეყანა არაა, რადგან 2014-2016 წლებში „გენკის“ აკადემიაში ირიცხებოდა. საქართველოში ლუკას მხოლოდ თბილისის „ლოკომოტივის“ ღირსება დაუცავს.

რაც შეეხება „ზულტე ვარეგემს“, გასულ სეზონში ბელგიის იუპილერ ლიგაში 33 ქულა დააგროვა და სეზონი მე-11 პოზიციაზე დაასრულა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:41 | 02.07.2019
l_e_o_n_i (340)

ყოჩაღ ლუკა მშვენიერი არჩევანია. არკაში მართლა კარგი იყავი და ეხლა ევროპის დროა. წარმატებები. პ.ს. : გაიხარე რომ სირისტიან რუსეთში არ გადახვედი!!!

19:42 | 02.07.2019
salazar (1835)

ეს რა გიქნია ბიჭო? დავიჯერო ანჟი , რუბინი ან რასტოვი არ გეპატიჟებოდა?
რას გაექანე ამ ბელგიაში?!
აუ რა კრილია სავეტოვი გაიმაზაააა

20:43 | 02.07.2019
alfadhirhaiti (7530)

ბელგიაში რო გაექანა რა?
მგონია რო დაამწნილებენ სკამზე და ნეტა ასე არ მოხდეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120407
სარეკლამო ადგილი - 99
X x X