ქართველი ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი წარმატებით ჩაერთო გერმანიის ქალაქ ლუდვიგშაფენში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირში, რომლის საპრიზო ფონდიც 46 600 ევროა.
მეტრეველი ჩელენჯერის კვალიფიკაციაში გერმანელ ლუის ვესელსს უნდა შეხვედროდა, თუმცა, მას მეტოქე არ გამოუცხადდა და სანდრომაც ძირითად ბადეში უბრძოლველად გააღწია.
იქ მეტრეველს ასევე კვალიფიკაციიდან გამოსული არგენტინელი რენცო ოლივო დახვდა, რომელსაც ქართველმა ჩოგბურთელმა 7:5, 7:6 (7:4) სძლია.
მე-2 წრეში მეტრეველის მეტოქე მე-8 ნომრად განთესილი გერმანელი ოსკარ ოტე იქნება, რომელიც საწყის რაუნდში ისვენებდა.